|
2017-10-28 17:33:49, 2885 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონმა კატალონიის მოსახლეობას „დემოკრატიული ბრძოლისკენ“ მოუწოდა
კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მიერ რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ Ria იუწყება. პუჩდემონმა კატალონიის მოსახლეობას მშვიდობიანი გზით „დემოკრატიული ბრძოლისკენ“ მოუწოდა. "ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, დემოკრატიული წინააღმდეგობის გაწევით უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა. ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტს ირჩევს ხელისუფლება. ჩვენ არ გვსურს, რომ ძალის გამოყენების მიზეზად ვიქცეთ. გუშინ, იყო ისტორიული დღე. კატალონიის პარლამენტმა ის მანდატი შეასრულა, რომელიც მას ხალხმა გადასცა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით", - განაცხადა პუჩდემონმა. მანვე დასძინა, რომ ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილება, კატალონიის მოსახლეობის სურვილს არ ესადაგება.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)