|
2017-10-28 12:27:11, 4780 ნახვა
კულტურა
ბიორკი თბილისშია
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში დღეს დილით, გამთენიისას ჩამოფრინდა. იგი საქართველოში 12 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. როგორია ბიორკის განრიგი კონცერტებამდე, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამოდენიმე კუთხეს ესტუმრება. დღესვე თბილისში ჩამოფრინდება ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს, ბარნასონი ხვალიდან შეუერთდება. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. “ექსპერიმენტულად შემოქმედებით მოვლენად“ აღიარებული ცოცხალი ლეგენდა კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS. შეგახსენებთ რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)