|
2017-10-27 19:14:20, 2186 ნახვა
მსოფლიო
ბარსელონაში დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას ზეიმობენ
ბარსელონაში დამოუკიდებლობის მიღების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. კატალონიის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანია გამოსული. ისინი დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას ზეიმობენ. ცნობისთვის, კატალონიის პარლამენტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, რა დროსაც 72 დეპუტატმა დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა. მოგვიანებით ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც ავტონომიის ჩამორთმევას გულისხმობს, აამოქმედა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)