11:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 13:57:17, 925 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე გენერალურ აუდიტორს შეხვდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ზურაბ პატარაძემ გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სტრუქტურული ერთეულების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა  და ხაზი გაუსვა ქალაქის მზარდ განვითარებასა და მათალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტებს.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, მიმდინარე პროცესშია 6 სასტუმროს მშენებლობა კურორტ „გოდერძზე", მოწესრიგდა კურორტ „გომარდულთან" მისასვლელი გზა.

 მისი თქმით, მზარდ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო პროექტებთან ერთად მნიშვნელოვანია რეგიონის სამთავრობო თუ მუნიციპალური ფინანსური სამსახურების გამართული მუშაობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა  მზადყოფნა გამოთქვა ჩართულობისა და კომუნიკაციის გაზრდის მიმართულებით და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ფინანსური სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, უწყება მუშაობს აუდიტის სამსახურის განვითარების გეგმაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics