|
2017-10-27 12:46:11, 2048 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება ჩვენი პარტნიორების მიერ სათანადოდ დაფასდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში სხვა არჩევნებთან შედარებით, სიძულვილის ენა გაცილებით ნაკლები იყო, რაც პრემიერისვე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2017 წლის არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება პარტნიორების მხრიდან სათანადოდ დაფასდება: „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“,-განაცხადა პრემიერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)