|
2017-10-27 11:36:24, 757 ნახვა
რეგიონი
ესტონური ტელეკომპანია “ Canal 2” აჭარას გადაცემათა ციკლს უძღვნის
აჭარის შესახებ ესტონეთში წამყვან ტელეარხზე „ Canal 2” თემატური რეპორტაჟები გადის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაცემა „Reporter”, რომელიც ესტონეთში ყოველდღიურად, საღამოს 7 საათზე გადაიცემა რეგიონის თითოეულ ტურისტულ პროდუქტს ვრცელ მასალას უძღვნის. მათივე ცნობით, გადაცემის სპეციალურ სამოგზაურო ბლოგში უკვე გავიდა რეპორტაჟები დელფინარიუმის, ღვინის ტურიზმისა და ბათუმის შესახებ. ნოემბრის პირველ კვირამდე კი ტელეარხი დამატებით 7 რეპორტაჟის გაშვებას გეგმავს, რომლებიც თემატურად მთიან აჭარას, კულინარიას, ფოლკლორსა და ზოგადად, აჭარაში მოგზაურობას დაეთმობა. ტელეკომპანიის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია ესტონეთში წელს დაიწყო, რაც გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამასა და პრეს-ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)