00:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 18:01:57, 2226 ნახვა

პოლიტიკა
„წინასწარი მონაცემებით, საქართველო არ მოხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან“

„წინასწარი მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში არ აღმოჩნდება, რომლებიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან მხოლოდ 230-მა მიიღო უარი შენგენის ზონაში შესვლაზე.

„ძალზედ მნიშნელოვანია რეფორმების გაგრძელება და მათი მდგრადობა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში. დღეისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მონაცემები დადებითია. საქართველოს მთავრობასთან ერთად, თვალყურს ვადევნებთ უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას და მონიტორინგს ვუწევთ, რომ  არ მოხდეს  სისტემაში დარღვევები“,-განაცხადა ჰერმანმა.

რაც შეეხება, თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელს, ჰერმანის თქმით,  საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით „მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა“.

„აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია“, - აღნიშნა ჰერმანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics