|
2015-05-04 10:19:19, 872 ნახვა
ეკონომიკა
ცვლილება „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოში
2015 წლის 24 აპრილს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - გოგა ჯაფარიძე. გოგა ჯაფარიძემ პაშა ბანკის კომერციულ დირექტორად 2014 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. მან 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრიატი, ხოლო 2002 წელს ჰოფსტრას უნივერსიტეტში (ზარბის ბიზნეს სკოლა) მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
გოგა ჯაფარიძემ საბანკო კარიერა 2003 წელს, “საქართველოს ბანკის” შვილობილ საინვესტიციო ბანკში - “ბიჯი კაპიტალში” უმცროს სპეციალისტად დაიწყო, 2005 წელს მუშაობდა “საქართველოს ბანკში” უფროს საინვესტიციო ბანკირად. 2006-2011 წლებში ის იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროსი ბანკირი სასესხო პროექტებზე, ხოლო მოგვიანებით მუშაობდა EBRD-ის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში. 2011-12 წლებში ხელმძღვანელობდა “ბანკ რესპუბლიკაში, ჯგუფ სოსიეტე ჟენერალში” კორპორატიული საბანკო საქმიანობის სამსახურს. დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობაა: დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შაჰინ მამმადოვი დირექტორთა საბჭოს წევრი: გოგა ჯაფარიძე დირექტორთა საბჭოს წევრი: ანარ ისმაილოვი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)