|
2017-10-25 21:41:16, 1943 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძნელი პერიოდი დგება
„როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან ძნელი პერიოდი დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული, ეს საშიშროებას წარმოადგენს. „როდესაც შენ, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კონცენტრირებული გაქვს ერთი პარტიის ხელში, ეს საშიშროებაა და იმდენად ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომელზეც დღეს უკვე ჩვენი პარტნიორები საუბრობენ. ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, ანა-ბანას ვლაპარაკობ, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან ძნელი პერიოდი დგება. ასეთი ძნელი პერიოდი დამდგარა „მოქალაქეთა კავშირისთვის“, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მე არ მინდა, რომ ხელისუფლების კონსოლიდაციით და საკუთარი სიძლიერით აღფრთოვანებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ამ რთულ გზაზე დაიწყოს სვლა. არც „ქართული ოცნებისთვის არ მინდა და არც ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)