|
2017-10-25 17:55:11, 2665 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა პოროშენკოს ადმინისტრაციისგან უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მან უკრაინის მოქალაქეობის წართმევის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ვინაიდან მოქალაქეობის წართმევის შესახებ საბუთი ხელზე აქვს, ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „დღეს თუ ხვალ სასამართლოში წავალ. როგორც იქნა ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩემი მოქალაქეობის საკითხზე. გავასაჩივრებთ ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. ცნობისთვის, მანადე ეს მოქალაქეობა თვითონ პოროშენკომ 2015 წელს მიანიჭა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)