|
2017-10-25 17:17:10, 2347 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ კი, რეგულაციების დაწესების მომხრე 477 დეპუტატი იყო, ხოლო 139 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 50 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს. პროექტის თანახმად, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ. აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ-აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კითხვები მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ნასამართლეობის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას. ალიკაციის შევსების საფასური 10 ევროს შეადგენს. თუმცა მსურველი ამ თანხას 3 წელიწადში ერთხელ გადაიხდის. ახალი წესი 2020 წლიდან ამოქმედდება.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)