|
2017-10-25 13:06:16, 1941 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ცვლილებები აუცილებლად იქნება, გუნდი ყურადღებას პროფესიონალიზმზე და კომპეტენციაზე გაამახვილებს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. კალაძის თქმით, გუნდი ყურადღებას პროფესიონალიზმზე და კომპეტენციაზე გაამახვილებს. ამასთან, მერობის კანდიდატი კონკრეტული რეფორმების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. „აუცილებლად იქნება რეფორმები და ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. შესაბამისად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუ რა ცვლილებები და რეფორმები იქნება, ეს როდესაც მერიაში მივალთ და ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვენიჭება, განვახორციელებთ ამ რეფორმებს და გავაჟღერებთ დაგეგმილ ცვლილებებსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მერიაში თანამდებობების გადანაწილებას, კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებაც „ძალიან მალე იქნება მიღებული“. კითხვაზე, რომელიც გამგეობებსა და მერიაში პრემიერ-დანამატების აღებას ეხებოდა, კალაძემ უპასუხა, რომ „ეს არასწორი ინფორმაციაა“. „ეს იყო წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დეზინფორმაცია ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ხელფასები, დანამატები, პრემიები როგორ იყო 2014 წლამდე, მერიაში და თუნდაც საკრებულოში და შეადაროთ 2014 წლის შემდეგ შექმნილ სიტუაციას. თქვენ ნახავთ, თუ როგორი რის სხვაობა“, დასძინა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)