|
2017-10-24 18:09:26, 2151 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის პრემიერმა თავდაცვის ახალ მინისტრს ურჩია, ნატო-სთან აქტიურად ითანამშრომლოს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა, ქვეყნის თავდაცვის ახალ მინისტრს ევგენი სტურზას ურჩია, ნატო-სთან აქტიურად ითანამშრომლოს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. როგორც ფილიპმა აღნიშნა, თანამშრომლობის ყველა საჭირო მექანიზმის ამოქმედებაა საჭირო. "ასევე აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაა და ნატოსთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება. კიშინიოვში ნატოსთან კომუნიკაციის ბიურო დეკემბერში გაიხსნება. მოლდოვის რესპუბლიკა არის ნეიტრალური ქვეყანა, თუმცა ნეიტრალურობა არ ნიშნავს იზოლაციას. იყო ძალიან ბევრი სიტუაცია, როდესაც მოლდოვის სამხედროები საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობას არ იღებდნენ. სამომავლოდ, ჩვენმა სამხედროებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა წვრთნებში, იმისთვის, რომ პროფესიონალური ჯარი გვყავდეს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა. მანვე აღნიშნა, რომ ახალი მინისტრის წინ ძალიან ბევრი გამოწვევა დგას და წარმატება უსურვა. ცნობისთვის, ევგენი სტურზამ თავდაცვის მინისტრის პოსტი დღეს დაიკავა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)