13:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 16:49:19, 2372 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტულად აქტიურ ადგილებში სახელმწიფო ინვესტორებს სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს

ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული  შემოსავლების ზრდამ საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ სთავაზობს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამჟამად გამოცხადებული აქვს მიმდინარე  ელექტრონული აუქციონები ტურისტულად პოპულარულ ადგილებში, თბილისი - უზნაძის ქუჩა, ციხისძირი, ყვარელი და სურამი. 
აუქციონის დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე  www.nasp.gov.ge.  

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს და დღეის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა ადგილებში - ტაბახმელა, უწერა, ამბროლაური, ციხისძირი, თბილისი უკვე  26 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გაყიდული. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics