|
2017-10-23 15:24:09, 2182 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან აქტიურ საქმიანობას შევუდგეთ
„გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძემ მხარდამჭერებს მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. „მე ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, ყოველწუთიერად შემოდის მოლოცვები, ახალი იდეები, წერილები, „ფეისბუქის“, ტელეფონის თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით. ძალიან მახარებს თბილისელების ასეთი ჩართულობა და მიორმაგებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტრანზიციის პერიოდში, ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება. გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა. შესაბამისად, ტრანზიციის პერიოდში ძალიან მაღალი აქტივობა გვექნება და პერიოდულად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს“,-განაცხადა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)