|
2015-05-02 19:05:40, 767 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს შეხვდა. ნოდარ ხადურმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ADB-ი იჩენს საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. „აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ქვეყანაში ხორციელდება პროექტები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: გზების მშენებლობა, წყალმომარაგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი ისეთი გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები როგორიცაა სხვადასხვა ქალაქებში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო და კანალიზაციის მშენებლობის სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის (მეორე მონაკვეთი) მოდერნიზაციის სამუშაოები, ანაკლიის ნაპირდაცვის ღონისძებები და სხვა. დღესვე, ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰოიზერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში, მათ შორის, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)