22:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:12:19, 2366 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა.


ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.


მომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ.
არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.


არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics