|
2017-10-20 15:28:13, 2481 ნახვა
მსოფლიო
იტალიის 2 რეგიონში ავტონომიის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება
იტალიის ორ ყველაზე მდიდარ რეგიონში, ლომბარდიასა და ვენეტოში 22 ოქტომბერს ავტონომიის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, - ამის შესახებ Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ორივე რეგიონის მოსახლეობა, რეფერენდუმის მეშვეობით დააფიქსირებს საკუთარ აზრს, სურს თუ არა ოფიციალური რომისგან გაზრდილი ავტონომიური უფლებების მიღება. მედიის ცნობით, რეფერენდუმის ჩატარება არ ნიშნავს დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რადგან ორივე რეგიონს სხვადასხვა საკითხებში მეტი ავტონომიის მოპოვება სურს. რეგიონების ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ავტონომიის მოპოვების შემდეგ საკუთარი ფინანსების უფრო კარგ მართვას შეძლებენ. როგორც გამოცემა წერს, იტალიაში საარჩევნო უბნები 22 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 11:00 საათზე დაიხურება. ცნობისთვის, გუშინ შესაბამისი ინიციატივით იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონიც გამოვიდა. თუმცა ბერლუსკონის თქმით, რეფერენდუმი ყველა რეგიონში უნდა ჩატარდეს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)