|
2017-10-19 11:04:56, 2329 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახური: ტერორისტებს 11 სექტემბრის გამეორება უნდათ
ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ელეინ დიუკმის განცხადებით, ტერორისტებს 11 სექტემბრის მსგავსი თავდასხმის მოწყობა უნდათ. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. როგორც დიუკმა აღნიშნა, ტერორისტებს თვითმფრინავის ჩამოგდება აქვთ დაგეგმილი და დასძინა, რომ სადაზვერვო სამსახურები შესაბამის ინფორმაციას ფლობენ. მისივე თქმით, ახლა „ისლამურ სახელმწიფოში“ გარდამავალი პერიოდია. დიუკის განმარტებით, მანამდე ჯიჰადისტები ფინანსებს ზოგავდნენ და სწორედ ამიტომ, მათი თავდასხმები ძირითადად ავტომობილებით ხალხში შევარდნით ხორციელდებოდა. ტერორისტები ფინანსებს და დამატებით ძალებს ელოდებიან. "მნიშვნელობა არ აქვს იქნებიან ეს ISIS-ის წევრები, თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფების წევრები. ფაქტი ისაა, რომ მათ 11 სექტემბერის გამეორების გეგმა აქვთ", - განაცხადა დიუკმა. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში „ალ-კაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 სამგზავრო თვითმფინავი დაიკავეს, 2 მათგანი ნიუ-იორკში სავაჭრო ცენტრის შენობებს დაეჯახა, ერთი პენტაგონს, ერთი კი სავარაუდოდ თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმისკენ იყო მიმართული, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია. ტერაქტის შედეგად 2977 ადამიანი დაიღუპა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)