|
2017-10-18 12:55:12, 2366 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საქართველოში დამთავრდა დრო, როცა შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება. როგორც კობახიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, „საქართველოში 2012 წელს დამთავრდა, დრო, როცა ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი შერწყმული იყო“. „დღეს ეს ვითარება საქართველოში, მადლობა ღმერთს, აღარ გვაქვს. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსა და NDI-ს დამკვირვებლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე. პარლამენტის თავმჯდომარემ მცირე კომენტარი შეხვედრის შესახებაც გააკეთა: „ეს არის მორიგი შეხვედრა დამკვირვებლებთან, როგორც მოგეხსენებათ, რეგულარულად ჩამოდიან NDI-ს დამკვირვებლები საქართველოში, გვქონდა დაახლოებით 1 თვის წინაც შეხვედრა, გავაცანით საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესები, საარჩევნო გარემო და დღესაც ანალოგიური შეხვედრა გვექნება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)