|
2017-10-18 11:36:34, 2467 ნახვა
მსოფლიო
RTL Nieuws - საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა
საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ MH17-ის კატასტროფის გამოძიებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა. ამის შესახებ RTL Nieuws იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სატვირთო თვითმფრინავ Hercules-ით ჩაფრინდნენ. საქართველოში მათ კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცეს. მომდევნო დღეს თვითმფრინავი ნიდერლანდებში დაბრუნდა და რაკეტა ნიდერლანდურ სამხედრო ავიაბაზა "გილზე-რეინზე" ჩაიტანა. აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ნიდერლანდებმა საქართველოს დახმარება სთხოვეს, ვინაიდან რეისის კატასტროფის რაც შეილება მეტი დეტალის გარკვევა სურდათ. „ამ მიზეზით გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი ეკონტაქტებოდა სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ფინეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. გაერო-ს 2166-ე რეზოლუციის თანახმად, საქართველოს სამართლებრივი დახმარება გაუწია და 2017 წლის დასაწყისში „ბუკის“ რაკეტა სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავ Boeing-777-ის კატასტროფას 283 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა. ის რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, თუმცა დონეცკში ჩამოვარდა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან უკრაინაში ჩატანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტამ ჩამოაგდო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)