|
2017-10-16 15:47:02, 1992 ნახვა
კომენტარი
კალაძე „ლიდერთა საბჭოს“ განცხადებაზე: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მათი საქმე
„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მათი საქმე“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ლიდერთა საბჭოს“ განცხადებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თითოეულ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს თანაბარი პირობები აქვს. „თქვენ ყველას გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე, თავპირის მტვრევა, ხელკეტები, ცოცხები, სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება. ყველა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა 2012 წლის შემდეგ, ნახეთ რა დასკვნებია დადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. დღეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში აწარმოონ საარჩევნო კამპანია“,-აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, თოთხმეტი პარტიისგან შემდგარი „ლიდერთა საბჭო“ „ქართულ ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)