|
2017-10-16 11:11:28, 2105 ნახვა
მსოფლიო
სომალში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 300 ადამიანი დაშავდა. სომალის ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრმა აბდირაჰმან ოსმანმა მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა. მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა აბდულაჰი მოჰამედმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მედიის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ აფეთქება მოგადიშოში 14 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბომბა სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროს "საფარისთან" იდგა. 2007 წლის შემდეგ ეს სომალიში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტერაქტია. სწორედ 2007 წელს ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფება აშ-შაბაბი ჩამოყალიბდა, რომელიც "ალ-ქაიდასთან" არის კავშირში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)