|
2017-10-14 15:17:02, 2660 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნია: დამოუკიდებლობას უფრო მარტივად მივაღწევთ, ვიდრე კატალონია - შტატში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
კალიფორნიის "თავისუფლების კოალიცია" (CFC) დარწმუნებულია იმაში, რომ კალიფორნიის გამოყოფა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე კატალონიის ესპანეთისგან, - ამის შესახებ The Sacramento Bee იუწყება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კალიფორნიელებს უფრო მეტი სამართლებრივი ინსტრუმენტი გააჩნიათ, რომელიც გამოყოფის კამპანიას თავს წარმატებით გაართმევს. "ფინანსურად მსგავსება არსებობს (კალიფორნიასა და კატალონიას შორის) - ჩვენ ორივე გავცემთ უფრო მეტს, ვიდრე ვღებულობთ. თუმცა ამერიკის კონსტიტუციაში უფრო მეტი "კომფროტული" დეტალია გაწერილი ვიდრე ესპანეთის. ამიტომ, კალიფორნიას უფრო მეტი სამართლებრივი ინსტრუმენტი გააჩნია, დამოუკიდებლობა გამოაცხადოს",- განაცხადა CFC-ს წარმომადგენელმა დეივ მერინმა. მედიის ცნობით, მერინი მეათე შესწორებაზე საუბრობს, რომელშიც უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის იურისდიქციას, შტატებს რჩება. ეს, დამოუკიდებლობის გამოცხადების უპირობო უფლებას არ იძლევა, თუმცა მერინი თვლის, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს. სააგენტო წერს, რომ "თავისუფლების კოალიცია" ხელმოწერებს აგროვებს, რათა ამ საკითხზე ხმის მიცემა 2018 წელს ჩატარდეს. მათი თქმით, მიზანი შტატებისგან აბსოლუტური გამოყოფა არ არის, თუმცა მათ უნდათ კონსტიტუციის შესწორება, რომლის მიხედვითაც კალიფორნია ქვეყნის განუყოფელი ნაწილია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)