22:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 13:03:34, 2046 ნახვა

საზოგადოება
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტზე ჰერბერტ ზალბერი ტოივო კლაარმა შეცვალა

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელად ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი დანიშნა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო. 

ცნობისთვის, 2005-2010 წლებში ტოივო კლაარი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატს ჰერბერტ ზალბერს ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს გახდა დიდი სკანდალის საფუძველი, რის შემდეგაც ზალბერმა თანამდებობა დატოვა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics