|
2017-10-13 18:17:50, 1984 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ათთვიანი მცდელობა, საქართველოს კონსტიტუცია კონსენსუსით მიღებულიყო, ჩავარდა. "ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ დაყო პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ჩვენიანებად და სხვისიანებად, თქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები და სხვა დანარჩენი მტყუანია, დემოკრატიის საპირისპიროდ კიდევ ერთხელ მოახდინა საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალის დემონსტრირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხას. "ამიტომ საქართველოს ისტორიას შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა მისი წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო, თუ როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ეს კადრები მაინც, მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას აქვს",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)