|
2017-10-13 14:59:25, 946 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ახალი გზის დაწყების სამუშაოები დაათვალიერა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანთან ერთად ჭოროხის პირის ქუჩაზე 5,7 კილომეტრიანი გზის დაწყების სამუშაოები დაათვალიერა. ახალი გზის მონაკვეთი გონიოს ხიდს მახოს ხიდთან დააკავშირებს. ამ ეტაპზე ჭოროხის პირის გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობა 1000 მეტრზე მიმდინარეობს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ და განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივი, ორზოლიანი გზის მონაკვეთი მნიშვნელოვანწილად განტვირთავს გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე მოძრაობას, გამარტივდება სატრანზიტო მიმოსვლაც. სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება. პირველი ეტაპის 1 კმ გზის მოწყობის სამუშაოებისთვის 1 031 073 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების სრული ღირებულება კი 8 229 570 ლარია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა 197 გრძ.მ. გაბიონი, 190 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 140 გრძ.მ. მონოლითური რკ. ბეტონის სწორკუთხა მილი და 54 გრძ.მ. ლითონის მილი. სამუშაოები 27 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. გზის მშენებლობაზე დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი. სამუშაოებს შ.პ.ს. „ტ.ტ." ასრულებს. აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ რეგიონში, მიმდინარე წელს, 350-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი (გზების მოასფალტება, ბეტონის საფარის დაგება, ხიდების და გაბიონების მშენებლობა, ფერდსამაგრი სამუშაოები, სამელიორაციო არხების კეთილმოწყობა) ხორციელდება, რომელთა 85 % უკვე შესრულებულია და ან დამამთავრებელ ეტაპზეა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)