|
2017-10-13 12:36:55, 2251 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ, გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 115 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ, მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 115 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 15 პროვინციაში ტარდება. სამართალდამცველების თქმით, ოპერაცია მიმართულია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ქსელის ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ამ დროისთვის, 50 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, 150 ათასი საჯარო მოხელე კი, სამსახურიდან დაითხოვეს. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა. ანკარა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და აშშ-ისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)