|
2017-10-12 18:27:41, 2221 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ რუსეთის საელჩოების ყოფილი შენობებიდან დროშები ჩამოხსნა
ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მდებარე რუსეთის დიპლომატიური კორპუსის შენობებზე აღმართული რუსეთის დროშები ჩამოხსნეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, დროშები "დიდი პატივით ჩამოხსნეს და ისინი რუსეთის ყოფილი საკონსულოს შენობაში ინახება". მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკამ შენობებიდან დროშების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების რაოდენობა შემცირდა. ასევე, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მდებარე საკონსულოები დაიხურა და მისიის წარმომადგენლებმა შენობა დაცალეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, რუსულ მხარეს დროშების ჩამოხსნაზე არანაირი თანხმობა არ მიუცია. მოსკოვი თვლის, რომ აღნიშნულ ფაქტი, "ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს აბუჩად აგდებაა". "შესაძლოა ამას სპეციალურად აკეთებენ, განზრახ, იმისთვის, რომ რუსეთში ამერიკის ახალ ელჩს უფრო გაურთულონ მუშაობა“, - დასძინა ზახაროვამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)