|
2017-10-12 16:29:31, 1758 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესზე იუსტიციის მინისტრის კრიტიკას უპასუხა. გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა და მაშინ, როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონს და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. „საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე ეს ყველაფერი გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვაკვირდებით პროცესის მეტი საჯაროობით და როგორც წერილშია ნათქვამი, გავლენის შესუსტებით შექმნილ დისკომფორტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრეზიდენტის პირველი სექტემბრის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში ასახული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)