|
2017-10-12 16:07:21, 2221 ნახვა
მსოფლიო
სირიაში თეთრ ქვრივად ცნობილი ბრიტანელი ტერორისტი ქალი მოკლეს
ბრიტანელი ტერორისტი ქალი, სალი ჯონსი, რომელიც თეთრი ქვრივის სახელით არის ცნობილი, სირიაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 48 წლის ქალი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" 2013 წელს, სირიაში ვიზიტისას შეუერთდა. მედიის ცნობით, ქალი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა სხვა ქალების გადაბირებაზე მუშაობდა. ის ასევე დაჯგუფების ქალების ფრთას ხელმძღვანელობდა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტების მომზადებით იყო დაკავებული. გარდა ამისა, სალი ჯონსი, სოციალურ ქსელში „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების პროპაგანდით და ბრიტანელი ქრისტიანების მისამართით მუქარების გავრცელებით იყო დაკავებული. როგორც BBC წერს, ის 12 წლის შვილთან ერთად ჯერ კიდევ ივნისში მოკლეს. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ტერორისტი სირიის ქალაქ რაქადან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა. სალი ჯონსი ადრე ბრიტანული პანკ-ჯგუფის Krunch-ის წევრი იყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)