|
2017-10-11 12:51:44, 2429 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარმა კალიფორნიის შტატში 1500 ობიექტი გაანადგურა. ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სონომას შერიფის განცხადებით, 155 ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც BBC წერს, 91 ათასზე მეტი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ მონაცემებს Los Angeles Times ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2000 ობიექტი განადგურდა. ასევე, აღნიშნული მედიის მონაცემებით, დაკარგულად 200 ადამიანი ითვლება. შეგახსენებთ, რომ ხანძარი კალიფორნიის შტატში კვირას გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სიცხეა. სპეციალისტების თქმით, რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ უწვიმია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)