|
2017-10-11 12:20:28, 1909 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ლადო ჭანტურია ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის პროცედურის წარმატებით დასრულებას ულოცავს. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, „რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს”. „გუშინ, ლადო ჭანტურია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით ხმებისა იქნა არჩეული საქართველოდან ევროპული სასამართლოს მოსამართლედ. მან 179 ხმიდან დააგროვა 120 ხმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ამით დაახლოებით 2 წლიანი რთული პროცესი, მათ შორის ჩემთვისაც, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, დასრულდა. დასრულდა წარმატებით, გამარჯვებით, რადგან საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს, რაც ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)