|
2017-10-10 16:29:12, 2427 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის გამო, ავიარეისების 30% გაუქმდა
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის გამო ავიარეისების 30% გაუქმდა, - ამის შესახებ TheLocal.fr იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეისები პარიზის, ლიონის, ნიცის, მარსელის, ტულუზის, ბორდოს და ნანტის აეროპორტებშია გაუქმებული. როგორც მედია წერს, დღეს საფრანგეთში რამდენიმე პროფკავშირის ორგანიზებით მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. გაფიცვაში საჯარო სამსახურების თანამშრომლები - მასწავლებლები, ექიმები, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლები მონაწილეობენ. გაფიცვის მონაწილეები მთავრობის მიერ გატარებულ სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ. საუბარია სამუშაო ადგილების და შემწეობების შემცირებაზე. ცნობისთვის, საფრანგეთში ავიარეისები უკვე მესამედ გაუქმდა. ამასთან, რამდენიმე ავია კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია თუ როგორ განხორციელდება გადადებული რეისები უახლოეს დღეებში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)