16:57 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 17:41:53, 2445 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე და შვილი დაკითხვაზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, დღეს თურქეთმა და ამერიკამ ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუწყვიტეს. მედიის ცნობით, ვიზების შეჩერება, 5 ოქტომბერს სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას უკავშირდება. მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. მსგავსი განცხადება ვაშინგტონში თურქეთის საელჩომაც გააკეთა და ვიზების გაცემა ასევე შეწყვიტა. თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია ხელახლა შეაფასოს აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics