|
2017-10-07 13:21:02, 2367 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: გარწმუნებთ, ისეთივე ლამაზი იქნება მთელი თბილისი, როგორიც განახლებული აღმაშენებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა და მათ დღეგრძელობა უსურვა. როგორც პრემიერმა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელსაც მიხედვა სჭირდება. „ყველას გილოცავთ ამ ულამაზეს დღესასწაულს. დღეს ასეთი მშვენიერი ამინდიც გამოვიდა. მინდა ყველას ჰქონდეს ასეთი განწყობა, როგორიც აქ არის. ასეთი სილამაზე იქნება თბილსის ყველა უბანში. ძალიან მომწონს, თუ როგორ გაკეთდა ძველი აღმაშენებელი. უნდა ვთქვათ, რომ თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მიხედვის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი. გარწმუნებთ, რომ ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი, იქნება ეს სოლოლაკი თუ რომელიმე სხვა უბანი. აუცილებლად მივხედავთ ყველა უბანს. მინდა ყველა თბილისელს და არათბილისელს, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მივულოცო დღევანდელი დღე. დარწმუნებული ვარ, დღეს ყველას გულში სიხარულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)