|
2017-10-07 13:02:15, 2099 ნახვა
კომენტარი
კალაძე დებატებზე: უნდა შევარჩიოთ ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა კანდიდატი იქნება წარმოდგენილი
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დებატების საკითხს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, უნდა შეირჩეს ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა პარტიის კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, დებატების ორგანიზებაში შესაძლოა, არასამთავრობო სექტორის დახმარებაც გახდეს საჭირო. „მაქვს ჩემი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად შეხვედრებს ვმართავ მოსახლეობასთან. დებატების გამართვის საკითხი არ არის მარტივი. უნდა შევარჩიოთ ნეიტრალური ტერიტორია, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაც დაგვჭირდეს აღნიშნულ საკითხში. უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პარტიის კანდიდატი და ასევე ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოვიდნენ და დასვან ყველა კითხვა, რაც აინტერესებთ. რაც შეეხება სხვადასხვა ტელევიზიებში დებატების გამართვას, პირველ რიგში ვფიქრობ, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დებატების ჩატარება, მეორეს მხრივ, როდესაც ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეიძლება შეიქმნას საერთო პლატფორმა. როცა იქნება წარმოდგენილი ყველა კანდიდატი და ყველა ჟურნალისტი, ამით არავის ვაწყენინებთ და დებატები შედგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)