|
2017-10-05 18:41:38, 2587 ნახვა
Lifestyle
„ტოიოტამ“ ორი ახალი მოდელი დააანონსა
იაპონურმა კორპორაცია Toyota Motor-მა ავტომობილების ახალი მოდელების პრეზენტაცია დააანონსა. ავტომობილების ოფიციალური რელიზი და ჩვენება 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული. პირველი ავტომობილი Toyota Century, რომლის პირველი მოდელი ჯერ კიდევ 1967 წელს იქნა წარდგენილი, სედანების სერიის მესამე თაობის წარმომადგენელი გახლავთ. აღნიშნული ავტომობილის შეძენას მომხმარებელი 2018 წლის ბოლოს შეძლებს, ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ საიტზე. VIP კლასის სედანი Toyota Safety Sense P-ს უსაფრთხოების სისტემით აღიჭურვა, რაც მძღოლს ფარების შუქის გადართვისა და ექსტრემალური დამუხრუჭების შესაძლებლობას მისცემს. სედანში შემდეგი სისტემებია ინტეგრირებული : ქვეითთა ამოცნობის და კრუიზ-კონტროლი, მძღოლის ადგილის გვერდით სენსორული პანელი და სავარძლების მასაჟი. 25 ოქტომბერს "ტოიოტა" აგრეთვე სედანის პროტოტიპს ოთხკარიან Crown Concept-ს წარადგენს, რომლის მასიური გამოშვება 2018 წლის ზაფხულს იგეგმება. მისი გაბარიტებია : 4910 х 1800 х 1455 მმ, ბორბლების ბაზა : 2920 მმ, ხოლო ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. "ტოიოტას" მიერ გავრცელებული სურათებიდან ჩანს, რომ მწარმოებელმა ბამპერებისა და რადიატორის ბადე მთლიანად გადააკეთა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილი ITS Connect-ის სისტემით აღიჭურვა, რაც მას სხვა ავტომობილებთან "კომუნიკაციის" შესაძლებლობას აძლევს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)