|
2017-10-05 16:39:46, 2075 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: უფროს კლასელებს უფლება აქვთ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ
„ყველა პედაგოგს, ყველა დირექტორს და უფროს კლასელებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ, თავიანთი მოსაზრება გამოხატონ პოლიტიკურ პროცესებში“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ან სასკოლო რესურსის ჩართვის ეჭვი არსებობს, ეს დეტალური მოკვლევის საგანი ხდება. „ყველა ასეთი შემთხვევა, როცა არის ეჭვი პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ჩართვის და სასკოლო რესურსის ჩართვის არის ძალიან დეტალური მოკვლევის საგანი. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო და ზოგში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, გაფრთხილება. ამ შემთხვევაშიც გავერკვევით, თუმცა ისიც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა პედაგოგს, ყველა დირექტორს და უფროს კლასელებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ, თავიანთი მოსაზრება გამოხატონ პოლიტიკურ პროცესებში“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)