|
2017-10-05 16:29:10, 2156 ნახვა
კომენტარი
კალაძე ელისაშვილზე: რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე დებატებში
„რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე დებატებში", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას. კალაძის თქმით, ის მზად არის, დებატებში მერობის შვიდივე კანდიდატთან ერთად მიიღოს მონაწილეობა. "ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს რომ მიწვევს დებატებში დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას კი ეს. რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ მაშინ ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე დებატებში. შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, არაერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას. მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი დებატებში მონაწილეობაზე", - განაცხადა კალაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)