16:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 19:04:48, 2454 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი პუტინს დაბადების დღეს მასობრივი პიკეტებით „მიულოცავს“

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის განცხადებით, 7 ოქტომბერს, ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, 80 ქალაქში პიკეტები მოეწყობა, - ამის შესახებ Navalny.com იუწყება.

ნავალნის ინფორმაციით, მთავარი ღონისძიება სანქტ-პეტერბურგში 18:00 საათზე ჩატარდება.

როგორც ნავალნიმ აღნიშნა, მისი დაკავების ფაქტებიც ამ აქციებსა და პიკეტებს უკავშირდება. ამასთან, მან ხელისუფლების ქმედებებს "კლოუნადა" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთ კვირის განმავლობაში ნავალნი ორჯერ დააკავეს. პირველად ეს 29 სექტემბერს მოხდა, თუმცა პოლიტიკოსი იმავე დღეს გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევის გამო ის 2 ოქტომბერს უკვე 20 დღით დააპატიმრეს.

ცნობისთვის, გუშინ პოლიციამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ნავალნის ადგილობრივი შტაბის უფროსიც დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics