15:22 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 17:24:38, 2318 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განაცხადა.

ინფორმაციას 112.UA ავრცელებს.

"სააკაშვილი ითხოვს მისთვის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება. სიტყვა "პოლიტიკური თავშესაფარი" კი ყოველდღიურობაში გამოიყენება", - განმარტა ადვოკატი.

მანამდე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესის შეფერხების მიზეზები დაასახელა.  როგორც ლუცენკომ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სწავლობს, ამას კი, მისივე თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics