15:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 14:27:15, 1975 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

ისინი ითხოვენ, რომ დედაქალის მერიამ იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს.

"ახლა სწორედ მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რომ მოხდეს იმ მიწების გასხვისება ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც საკრებულომ ზონის სტატუსი შეუცვალა. ამის შემდეგ, ისევ უნდა დაუბრუნოს საკრებულოს დოკუმენტი განსახილველად. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ გავაპროტესტოთ და მერიას არ მივცეთ საშუალება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას მსვლელობა მისცეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics