15:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 14:28:23, 2181 ნახვა

საზოგადოება
„ეს არის სანოტარო ბიურო, აქ ჩემ ადგილს ვერ ვხედავ“ - ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, - ამის შესახებ უკვე ყოფილმა დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო.

" მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. საკრებულო ხალხის ინტერესებს უნდა იცავდეს და გადაწყვეტილებების მიღება ცემა-ტყეპის ფონზე არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად აქ ჩემ ადგილს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ეს იყო სანოტარო ბიურო, რომელიც ძალადობის ქვეშაა. 3 კვირა ხალხის სამსახურში ყოფნას ვინმე მოახერხებს? რეალურად ისინი იბრძვიან მეორე ადგილისთვის და მე მეორე ადგილისთვის არ ვიბრძვი. 3 კვირით დარჩენა, გულისხმობს იმას, რომ "გაუპრავებენ" ბიძინა ივანიშვილს იმ ყველაფერს, რაც მოხდა 29 სექტემბერს", - განაცხადა ელისაშვილმა. 

მან ასევე ოპოზიციის სხვა წევრებს მოუწოდა, დეპუტატის მანდატზე უარი თქვან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics