|
2017-10-02 11:24:22, 2655 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი: კატალონიელებმა სუვერენიტეტის უფლება მოიპოვეს
კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიელებმა სუვერენიტეტის უფლება მოიპოვეს, - ამის შესახებ მან სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, რეფერენდუმის შედეგები უახლოეს დღეებში კატალონიის პარლამენტს გადაეგზავნება. "ეს იყო იმედის დღე. ჩვენმა მოქალაქეებმა მოიპოვეს უფლება, კატალონია დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდეს. მათ მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება. უახლოესს რამდენიმე დღეში, რეფერენდუმის შედეგები კატალონიის პარლამენტს გადაეცემა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის კანონის შესაბამისად", - განაცხადა კარლეს პუჩდემონმა. მისივე თქმით, ოფიციალურ მადრიდთან დიალოგისთვის მზადაა. "ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, რომელიც სასარგებლო იქნება, თუ წარიმართება კატალონიელი ხალხის პატივისცემით. ჩვენ ღია ვართ წინადადებებისთვის შუამავლობაზე, რომელიც ამ გზაზე დაგვეხმარება", - განაცხადა კატალონიის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. მანამდე კი, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმის ჩატარების დროს კატალონიის მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 761 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბარსელონაში გამართული აქციების დასაშლელად, რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)