|
2015-01-15 15:47:07, 2816 ნახვა
პოლიტიკა
პეტრიაშვილი: რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება?
„რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება?“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას. პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას მიესალმება და მთავრობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. „ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები მივესალმებით ამ განცხადებას. მაგრამ სად არის მთავრობა? გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის სხდომა. რატომ ვიგებთ ამ შეფასებებს მხოლოდ ნატოს მხრიდან? შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი! რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება? იმედი იმისა, რომ არ ვილაპარაკებთ და საქმე ჩუმად თავისით გაკეთდება, გულუბრყვილობაა! ჯერ ამ შეფასებით შემოვიფარგლები! გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, იაქტიურეთ! თქვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს! პასიურობისთვის მოგეთხოვებათ მთელი სიმკაცრით!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)