14:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 18:30:02, 2567 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ოდესაშია - „მადლობა, რომ გახსოვართ, მეც არ დაგივიწყებთ“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„პრიმორსკი ბულვარში“ ოდესის ყოფილ გუბერნატორს ასობით მხარდამჭერი დახვდა.

სააკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, რომ არ დაგავიწყდით, არც მე დამავიწყდებით. როდესაც 10 სექტემბერს საზღვარზე გადმოვდიოდი, მე ჩემმა მხარდამჭერებმა გადმომიყვანეს, მათი უმრავლესობა კი, ოდესის ოლქის მკვიდრი იყო. მინდა შევქმნათ ისეთი ქალაქი, საიდანაც მოსახლეობა არ გაიქცევა, ქალაქად სადაც ხალხი დაბრუნდება და ინვესტიციებს ჩადებს. ოდესა ბათუმზე დიდი უნდა გახდეს და ყველას ეამაყებოდეს აქ ცხოვრება. ოდესა საბჭოთა კავშირის დროს უფრო აყვავებული იყო, ვიდრე ახლა. იმიტომ, რომ მას ახლა "ბარიგები" ხელმძღვანელობენ. მინდა შევცვალო ხელისუფლება კიევში, თქვენი დახმარებით, შემდეგ კი, თქვენთან ერთად დავბრუნდე ოდესაში და შევცვალე ეს ქალაქი", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics