|
2017-09-30 17:09:08, 2132 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზაში“ სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
„საქართველოს რკინიგზაში“, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. რკინიგზელები რეგულარულად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას. ამჯერად, „საქართველოს რკინიგზა“ დონაციის აქციაში ,,ჯო ენის სისხლის ბანკთან“ ერთად ჩაერთო. აღნიშნული ორგანიზაცია გახსნის დღიდან მხოლოდ უანგარო დონორებს ემსახურება. ,,ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლისათვის, საქართველოში სისხლის დონაციების 100 % უნდა იყოს უანგარო. ჩვენი მიზანია ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოში უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და სისხლის უანგარო დონაციების რაოდენობის ზრდა. გვიხარია, რომ ამ აქციაში რკინიგზელები იღებენ მონაწილეობას, რაც მისაბაძი მაგალითია სხვა ორგანიზაციებისათვის“, - აღნიშნა ,,ჯო ენის სისხლის ბანკის“ დირექტორმა ლევან ავალიშვილმა. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. თავად სისხლის დონაციაც უსაფრთხო პროცესია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებზე რკინიგზელთა აქტივობა ყოველთვის ძალიან მაღალია.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)