|
2017-09-30 13:17:11, 2331 ნახვა
მსოფლიო
კატალონია რეფერენდუმის მოლოდინში - რეგიონში აქციები გრძელდება
ბარსელონაში რეფერენდუმის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა, - ამის შესახებ AFP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შადრევან მონჟუიკთან 10 ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ბანერები - "გაუმარჯოს კატალონიას!, „ხმა მივცეთ დამოუკიდებლობას" და კატალონიის დროშები ჰქონდათ მიტანილი. "ჩვენ გვსურს დამოუკიდებლობა, რადგან ყელამდე ვართ სავსე იმით, რომ ესპანეთის ხელისუფლება ჩვენ გვძარცვავს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მოქალაქეებს სჯერათ, რომ რეფერენდუმი წყნარ ვითარებაში ჩაივლის, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ხელისუფლება, როგორც ისინი აცხადებენ, მათი აზრით არ ინტერესდება. აქციის კიდევ ერთი მონაწილე თვლის, რომ ხელისუფლება მათ რეფერენდუმის ჩატარების უფლებას არ მისცემს. ბოლო გამოკითხვის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობა ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, ხოლო 49% წინააღმდეგია. ამასთან რეფერენდუმის ჩატარებას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა ისინი თვლიან, რომ პლებისციტის ჩატარება მადრიდთან უნდა იყოს შეთანხმებული. გარდა ამისა, რეფერენდუმამდე 2 დღით ადრე, სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად სკოლების ოკუპაცია დაიწყეს, იმისათვის, რომ რეფერენდუმის ჩატარების საშუალება მისცენ. პარასკევს ავტონომიური რეგიონის მასშტაბით, ასევე ფერმერების მარში ჩატარდა, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარებას უჭერენ მხარს. 2150 ფერმერმა სხვადასხვა ქალაქში ტრაქტორით მშვიდობიანი მარში გამართა. შეგახსენებთ, რომ კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი 1 ოქტომბერს არის დანიშნული. რეფერენდუმს ესპანეთის ხელისუფლება არ აღიარებს. პლებისციტის ჩატარება ავტონომიური რეგიონის პარლამენტმა 7 სექტემბერს მიიღო. თავის მხრივ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ყველა დოკუმენტაცია და ქმედება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არალეგიტიმურად სცნო.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)