|
2017-09-28 16:39:10, 2273 ნახვა
კომენტარი
ნინო გოგუაძე: მმართველ პარტიაში არა მარტო ცოდნის, საღი აზრის დეფიციტის პრობლემაც არსებობს
„ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დაწერა კონსტიტუცია, თვითონ მოიწვია პარლამენტის საგანგებო სხდომები, თავის თავთან თვითონ მიაღწია კონსენსუსს, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს თვითონ მოუწყო ოვაციები და ახლა უნდათ, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწერონ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს. გოგუაძის განმარტებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტოტალიტარიზმი. „ამ ყველაფერს გვეუბნებიან ევროპული სტანდარტის და ღირებულებების სახელით. ეს გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიაში არა მარტო ცოდნის დეფიციტი, არამედ საღის აზრის დეფიციტის ფუნდამენტური პრობლემაც არსებობს. ბევრი შენიშვნა არსებობს, რომელსაც ვფიქრობ პრეზიდენტი საგულდაგულოდ მიუთითებს მმართველ პარტიას“,-აღნიშნა ნინო გოგუაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მივიდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)